ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოში – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებების მხარდაჭერას.
უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას