ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თბილისის პროტესტზე ელინა ვალტონენის გამოჩენა არ აკნინებს არც თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და არც პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას – სრულიად ვუჭერთ მხარს მის მანდატს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო მინისტრ ელინა ვალტონენის თბილისში პროტესტზე გამოჩენა არ აკნინებს თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას.
ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიდევ ცხრა ქვეყანასთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს ელინა ვალტონენს.
“ისლანდიას, კანადას, ს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ნიდერლანდებს, შვედეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩემს ქვეყანას, ნორვეგიას, გვსურს ჩვენი სრული ნდობა გამოვხატოთ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო მინისტრ ელინა ვალტონენისადმი.
ვაქებთ მის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მის ცხად ერთგულებას ეუთოს ფუნდამენტური ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებისადმი.
თბილისი პროტესტზე მისი გამოჩენა არ აკნინებს არც თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და არც პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას. ჰელსინკის საბოლოო აქტში ყველა მონაწილეობა ქვეყანა ყველა პიროვნების მიერ უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენების მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.
1991 წლის მოსკოვის დოკუმენტში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ სამგანზომილებიანი ვალდებულებები ყველა მონაწილე ქვეყნის პირდაპირი და ლეგიტიმური საკითხია, და ექსკლუზიურად არ ეკუთვნის მხოლოდ იმ ქვეყნის შიდა საქმეებს, რომელზეცაა საუბარი.
მივესალმებით თავმჯდომარის მიმდინარე ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში და სრულიად ვუჭერთ მხარს მის მანდატს”, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია