ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სინანულს გამოვხატავთ საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო – ეს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის

სინანულს გამოვხატავთ საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო, – ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.
მისი თქმით, ეს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის.
„ნორვეგია სინანულს გამოხატავს საქართველოს მიერ LGBT+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. ეს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირს უთხრის. საქართველოს ამის გადახედვისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია ესპენ ბარტ ეიდეს განცხადებაში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია