ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის 1 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება მხარდაჭერას გამოხატავს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და მოუწოდებს, რომ “უსამართლოდ დაპატიმრებულები” უნდა გათავისუფლდნენ.
“ერთი წელი შესრულდა ყოველდღიური პროტესტისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა.
ნორვეგია კვლავ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, აგრეთვე გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდაჭერას.
უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ”, – წერია განცხადებაში.




