ნორვეგიის პრემიერი – ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში – იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა

ტრამპის ბრალდებები ღრმად დაუსაბუთებელია და მათ ვემიჯნები, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
„ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. ჯერ კიდევ საჭიროებს -ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია -ისთვისაც და ევროპისთვისაც“, – განაცხადა სტიორემ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“, „ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, – განაცხადა სტიორემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა