ნორვეგიის მთავრობა – ნორვეგია, შვედეთი და დანია ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ

ნორვეგია, შვედეთი და ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, შვედეთთან და დანიასთან ერთად ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უკრაინისთვის იმ დახმარების მიწოდებას, რაც მას ს აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. როგორც წესი, ეს საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალასა და კრიტიკულ შესაძლებლობებს მოიცავს“, – აცხადებს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ტორე ო. სანდვიკი.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნორვეგიას, შვედეთსა და დანიას მადლობა გადაუხადა.
„ეს პაკეტი სასიცოცლოდ მნიშვნელოვან აღჭურვილობასა და ფრონტის ხაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებს მოიცავს, რაც უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს და აგრესიის შეკავებაში დაეხმარება, მაშინ, როცა ის მშვიდობისკენ ისწრაფვის“, – აღნიშნავს მარკ რუტე.
ცნობისთვის, გუშინ ნიდერლანდებმა ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტის შესაძენად 500 მილიონი ევრო გამოყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ