ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი – რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საპასუხოდ თავისი გეგმები გადააფასოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განათავსებს თავის ძალებს“, – განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთში დემოკრატია განადგურდა და ში ომის დასრულების შემდეგაც კი ს მხრიდან საფრთხე იარსებებს.
„იმ რამდენიმე რუსს, ვინც პროტესტის გამოხატვას ბედავს, ან ციხეში აგდებენ ან ომში აგზავნიან. არ არსებობს ოპოზიცია, არ არის პრესის თავისუფლება, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის საწინააღმდეგო ძალის წარმოდგენის უფლება აქვს “, – აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად