ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა.
„უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან“, – განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.
ცნობისთვის, გუშინ ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად უკრაინას F-16 ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.
