ნორვეგია მიუახლოვდა მიზანს – ყველა ავტომობილი გამონაბოლქვის გარეშე

ნორვეგიაში 2025 წელს თითქმის ყველა გაყიდული ავტომობილი გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს: ახლად რეგისტრირებული მანქანების 95.9 პროცენტი ელექტრომობილებს წარმომადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია ნავთობპროდუქტების უმსხვილესი ექსპორტიორია დასავლეთ ევროპაში, ის ელექტრომობილებზე გადავიდა და 2025 წელს მიზნად დაისახა გაყიდულიყო მხოლოდ ავტომობილები გამონაბოლქვის გარეშე. ამ არასავალდებულო მიზანით სკანდინავიის ქვეყანამ ევროკავშირს წლებით გაასწრო.
ნორვეგიის გზების ფედერაციამ (OFV) 2 იანვარს განაცხადა, რომ 2025 წელს რეკორდული 179,549 კერძო ავტომობილი დარეგისტრირდა, რაც 2021 წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმს აღემატება.
დეკემბერში ელექტრომობილებმა გაყიდვების 97.6 პროცენტი შეადგინა.

ამ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, 2026 წლის დასაწყისიდან მყიდველებისთვის შეემცირებინა დღგ 500,000 კრონიდან (49,600 დოლარი) 300,000 კრონამდე.
OFV-ის ხელმძღვანელმა გეიგ ინგე სტოკემ განაცხადა, რომ გადასახადის შემცირება სტიმული იყო მოქალაქეებისთვის შეეძინათ ახალი ავტომობილები.

Tesla-მ ნორვეგიის ბაზარზე წამყვანი პოზიცია გაიმყარა და რეგისტრაციების საერთო რაოდენობის 19.1 პროცენტი შეადგინა.

OFV-ის მონაცემებით, გასულ წელს ნორვეგიაში რეკორდული რაოდენობის – 34 285 ახალი Tesla დარეგისტრირდა. შედეგად ტესლამ თავიდან აიცილა გაყიდვების შემცირება ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც კომპანიის დამფუძნებელ ილონ მასკთან დაკავშირებულმა სკანდალებმა ავტრომარკის პოპულარობა დასცა.

ჩინელმა ავტომწარმოებლებმაც გაზარდეს თავიანთი წილი ნორვეგიის ბაზარზე, 2024 წლის 10,4 პროცენტიდან 2025 წელს 13,7 პროცენტამდე გაიზარდა.
ფორუმი