ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან დაკავირებით განცხადებას ავრცელებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
“ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა. მოვუწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, – წერია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ X-ს გვერდზე გამოქვეყნდა.
