ნორვეგიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი დღის წინ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ ბრიუსელში შეხვედრის დროს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მოჰამედ მუსტაფას აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შეუძლია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დიდი იმპულსი მისცეს, თუ ნორვეგიის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.