ნორვეგიამ დაუშვა უკრაინისთვის თავდაცვის პროდუქციის პირდაპირი მიყიდვა

1 იანვარს ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოღებული წესი, რომელიც შესაძლებელს ხდის იარაღის და თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის პირდაპირ მიყიდვას უკრაინისთვის – აცხადებენ ოფიციალური პირები ოსლოში.
ს აგრესიის ომი საფრთხეს უქმნის ს, როგორც სახელმწიფოს და ერს” – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ ეიდე განცხადებაში და დასძენს: “უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებისთვის”.
განცხადების თანახმად, წესის ცვლილება ნორვეგიულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ საექსპორტო ლიცენზიებისთვის, საიმისოდ, რომ ამგვარი პროდუქცია ს მიყიდონ – და ყოველი ასეთი შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება განხილული.