„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში ჩავიდნენ

დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდა.

„მადლობას გიხდით უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კიევში ასევე ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?