ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია და აზრს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, სანქციები გაუქმდება.
“სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა არის ჩიხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ახალი არჩევნები.
ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ძალიან მოკლე პერიოდში უნდა მიიღოს იმიტომ, რომ სხვანაირად რა გამოსავალია, რა შეიძლება გაკეთდეს?! თქვას ვინმემ და ვინმე თუ იტყვის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია ამ სანქციებს გაუუქმებს, ეს იქნება აბსოლუტურად ნონსენსი”,- ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
დღეს, EUGBC-ის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა იმართება, რომლის თემა პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტებია.