ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება ყველანაირ საერთაშორისო ვიზიტში, ფორმატში თუ მოლაპარაკებაში უნდა საუბრობდეს თამაზ გინტურის მკვლელობის, მცოცავი ოკუპაციისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხებზე. მაგრამ, ვითარება გვაქვს, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება და ამ ვითარებაში, რუსეთის უკრაინაზე აგრესიის პარალელურად, როდესაც უფრო მომატებული შესაძლებლობა გვაქვს, რუსეთის ჩვენი საკითხებიც საერთაშორისო დღისწესრიგში დაყენების, ამას არ იყენებს.
ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურის მკვლელობის ფონზე კი რუსეთს “ახალი გამწვავების” ასარიდებლად თბილისთან მუშაობა სურს.