ნონა ქურდოვანიძე საია-ს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს

საია-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნონა ქურდოვანიძე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბოლო ვადით უხელმძღვანელებს საიას.
„ამავე სხდომაზე გამგეობამ თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, მესამე ვადით, თამარ ონიანი აირჩია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის წევრებიდან აირჩევა.
ამ რთულ პერიოდში ნონას, ჩვენს გუნდსა და ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებთ!
ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება