ნონა ქურდოვანიძე მზია ამაღლობელზე – სამედიცინო დოკუმენტაცია დღეს მივიღეთ სრული სახით სახალხო დამცველის მეშვეობით და ციხის ადმინისტრაციის მხრიდანაც

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სრული სახით დღეს მიიღეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იურისტები დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით ექიმებისგან რჩევებს ელოდებიან.
„შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს. ამ სიმშვიდემ ციხის ექიმებს არ უნდა მისცეს სიმშვიდის განცდა და პირიქით, სწორედ ეს უნდა იყოს ნიშანი ყველაფრის მრავალჯერ გადამოწმების.
სამედიცინო დოკუმენტაცია დღეს მივიღეთ სრული სახით სახალხო დამცველის მეშვეობით და შემდგომ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდანაც. ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამისი ექიმების რჩევებს დოკუმენტებში მოცემულ მონაცემებთან დაკავშირებით”, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც