ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები

ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დომიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობისა” და “ახლების” საარჩევნო ნომრების დაკარგვას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ნომრები დაკარგეს, საზოგადოებისაგან პოლიტიკურად განდევნილები იქნებიან.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა დაკარგეს საარჩევნო ნომერი. თუმცა მთავარი ის არის, რომ მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა. ისინი ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო, ეს იქნება საარჩევნო თუ არასაარჩევნო ნუმერაცია, რა თქმა უნდა, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. საზოგადოება მათ კარგად იცნობს ნომრის გარეშეც და ნომრითაც. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები საზოგადოებისგან იქნებიან პოლიტიკურად განდევნილები,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Next: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაცია საქართველოს კიდევ უფრო სტაბილურს და სუვერენულს გახდის და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი, როგორც “ეკონომიკური ჰაბის” უსაფრთხოებას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა