ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი შობას – რას წერს CNN-ი თბილისზე

CNN-მა იმ ევროპული ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურობა შობის დღეებში განსაკუთრებით აქვს ჯადოსნური ელფერი. ჩამონათვალში ერთ-ერთი თბილისია.
„მათთვის, ვისაც ჩვეულებრივად არ სურთ შობის გატარება, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი უნდა გახდეს ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი.
ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იულიუსის კალენდრის მიხედვით, აქ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს ზეიმობენ. აქ მთავარი დღესასწაული 31 დეკემბერია, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.
უზარმაზარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან და ახლოსმდებარე საახალწლო სოფლები და ბაზრობები თბილისის ერთ-ერთი მთავარი სადღესასწაულო ღირშესანიშნაობებია“, – წერია სტატიაში.
ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდა ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია და შვედეთი.