“ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად გერმანელმა კარის დარაჯმა გაავრცელა.
“მართალია, რომ მალე “ბაიერნთან” ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებ”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ნოიერი “რეკორდმაისტერის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს, 38 წლის მეკარეს “მიუნხენელთა” მაისურით 357 მატჩი აქვს ჩატარებული.