ნოიერის მემკვიდრე? – “ბაიერნს” 21 წლის მეკარის ყიდვა სურს

Sky Sport Germany-ს ცნობით, “ბაიერნს” “კიოლნის” 21 წლის მეკარის იონას ურბიგის შეძენა სურს, რომელიც ასევე გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კარს იცავს.
სავარაუდოდ, მიუნხენელებს ახალგაზრდა კიპერი მანუელ ნოიერის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელიც ბუცებს მალე ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.
ურბიგს “კიოლნის” გარდა კარიერის განმავლობაში “რეგენსბურგსა” და “ფიურტშიც” უთამაშია. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე 11 მატჩში გამოჩნდა და 22 გოლი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში