ნოვოჩერკასკში რუსეთის არმიის ახალი ბაზა აშენდა – ჟურნალისტური გამოძიება

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ “სქემების” ჯგუფმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსული არმიის ახალი ბაზის შესახებ როსტოვის რაიონში, ნოვოჩერკასკში. 2023 წლის აგვისტოში დაწყებულ მშენებლობაზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა სატელიტური სურათების გამოყენებით.

სამხედრო ბაზა განლაგებულია სასჯელაღსრულების კოლონიასა და ორ დაუმთავრებელ სკოლას შორის (ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ზუსტი კოორდინატები), ბაზა ს ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-100 ლოგისტიკურ პოლკს ეკუთვნის.
ახალი ბაზა მდებარეობს რუსეთის არმიის ერთ-ერთი უდიდესი, “კადამოვსკის” სამხედრო პოლიგონიდან ათ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე. ში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქ რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა და პერსონალი იყო კონცენტრირებული. იგივე ფუნქციას ასრულებდა ეს პოლიგონი 2014-2015 წლებში, როდესაც მოსკოვმა სამხედრო დახმარება გაუწია დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს.
ჟურნალისტური გამოძიების სრულ ვერსიას ამ ბმულის საშუალებით წაიკითხავთ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ