“ნოვოროსისკის პორტის ნავთობტერმინალი იწვის – სადაა რუსეთის ნაქები საჰაერო თავდაცვა?” – გიორგი კობერიძე

0
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ნოვოროსისკის პორტის ნავთობტერმინალი იწვის. უკრაინელებმა მასზე დრონებით წარმატებული იერიში მიიტანეს.
მას შემდეგ რაც სევასტოპოლში რუსული შავი ზღვის ფლოტის აქტივობა უკრაინელებმა შეზღუდეს, სწორედ ნოვოროსისკი გახდა მათი მთავარი თავშესაფარი.
პორტი რუსული სამხედრო ეკონომიკისა და ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი კრიტიკული არტერიაცაა. ნავთობინდუსტრია კი რუსული ეკონომიკის ხერხემალია.
და რაც მთავარია ბოლო დღეებში დარტყმები რუსულ ენერგეტიკულ ცენტრებზე მნიშვნელოვნადაა მომატებული.
ამასობაში, სადაა რუსეთის ნაქები საჰაერო თავდაცვა, რომელსაც შვეიცარიულ ყველს ადარებენ იმდენად ბევრი ხვრელი აქვს უკვე.