ნოვოროსიისკში რუსეთის არმიის ხუთი მზვერავი მყვინთავი დაიღუპა

ნოვოროსიისკში ს არმიის ხუთი მზვერავი მყვინთავი დაიღუპა – ს ცნობით, მყვინთავებს დავალებული ჰქონდათ უკრაინული საზღვაო დრონის გამოტანა, რომელიც ყურეში შეიჭრა.

როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, სწორედ დრონის აფეთქებით გამოყვანისას დაიღუპნენ რუსი სამხედრო მყვინთავები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, საუბარია რუსეთის სამხედრო უწყების წყალქვეშა დივერსიული ძალებისა და საშუალებების (ПДСС) დანაყოფის მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა მომზადებასა და აღჭურვაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსები იხარჯება.