ნოვოროსიისკის პორტზე დრონებით შეტევა იყო

14 ნოემბერს აფეთქებები იყო ს კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და გემისა და ნავთობის ბაზის დაზიანების შესახებ განაცხადა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ნოვოროსიისკის პორტში დააზიანა ერთ-ერთი სამოქალაქო გემი, რომლის ეკიპაჟის სამი წევრი დაშავებულია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს, რომელიც საწვავის გადატვირთვის კომპლექსის, „შესხარისის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. შტაბის თანახმად, დილის ექვსი საათისთვის ხანძარი ლიკვიდირებული იყო.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობითვე, ქალაქ ნოვოროსიისკში დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლიც, დაშავდა ერთი ადამიანი.
ნოვოროსიისკში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდა. დროებით დახურეს კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ კრასნოდარის და ქალაქ გელენჯიკის აეროპორტები.
ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარეობს ს უმსხვილესი პორტი და შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა.
ს ნოვოროსიისკზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2025 წლის სექტემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ საბრძოლო უპილოტოებით ნოვოროსიისკთან დაარტყეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემს.
ფორუმი