ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს 18 წლის ნოე ფანცხავამ 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა და 41-ე ადგილი დაიკავა.
ამით ახალგაზრდა ქართველმა მოცურავემ 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.