ნოემბრიდან, „მეღვინეობა ჩადუნას“ ღვინო ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება

კახეთში, კერძოდ ყვარელში მდებარე საოჯახო მარანი „მეღვინეობა ჩადუნა“ ადგილობრივ ბაზარზე მალე გამოჩნდება. მეღვინე და მეღვინეობის დამფუძნებელი, გიორგი უშიკიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იდეა მისი პროფესიიდან გამომდინარე გაჩნდა.
მარნის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, ღვინის წარმოებაც დაიწყო. საწყის ეტაპზე, მარანში 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მოგვიანებით მეღვინეობამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რითაც საჭირო ტექნიკა უზრუნველყო.
უშიკიშვილის თქმით, წელიწადში დაახლოებით 10000 ბოთლამდე ღვინოს ასხამს, რომელიც რამდენიმე თვეა ჩინეთის ბაზარზე იყიდება. თუმცა, მეღვინის ინფორმაციით, ნოემბრიდან, „მეღვინეობა ჩადუნას“ ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებსა და მაღაზიებში გამოჩნდება.
„ნედლეული ძირითადად საკუთარი ვენახებიდან ვწურავთ. მარნიდან 5 წუთის სავალზე, ყვარელში, წინკლდეების მიკროზონაში 3 ჰა-ზე გვაქვს ვენახები გაშენებული. წელიწადში ჯამში დაახლოებით 8000-10000 ბოთლამდე 2 სახის ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ. კერძოდ, ქარვისფერი და საფერავი.

ასევე დაგაინტერესებთ