2024 წლის ნოემბერში, თბილისში ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა დიდ დიღომში (26% მთლიან გაყიდვებში), მეორე ადგილას კი საბურთალოა (16% მთლიან გაყიდვებში). ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა ჩუღურეთში, ისანში, დიდუბესა და დიდ დიღომში, სადაც როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების უდიდესი რაოდენობა გაიყიდა.
2024 წლის ნოემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასმა მთაწმინდის რაიონში თითქმის $2,500 შეადგინა. უბნების უმეტესობაში დაფიქსირდა ახალი ბინების ფასის წლიური ზრდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.