ნოემბერში ფულადი გზავნილები თითქმის განახევრდა

ნოემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 292.7 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $228 მილიონით, ანუ 44%-ით ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების შემცირება პირველ რიგში ს ფედერაციიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც ნოემბერში 75 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა წინა წელთან შედარებით 239 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, -დან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა შემოვიდა: