საწვავზე უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მომხმარებელთა დანახარჯების განახლებულ დინამიკაშია ნათქვამია.
მიმოხილვის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები ნოემბერში წლიურად თიბისი ბანკის არხებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა.
მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა.
