ნოემბერში თურქეთის ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა

თურქეთის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის ნოემბერში 2022 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით პროცენტით გაიზარდა და 22 მილიარდ 999 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 5,7 პროცენტით შემცირდა და 28 მილიარდ 916 მილიონი დოლარი შეადგინა. ასეთ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TUIK) და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებენ.
საგარეო სავაჭრო დეფიციტი ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 32,6 პროცენტით შემცირდა – 8 მილიარდ 784 მილიონი დოლარიდან 5 მილიარდ 918 მილიონ დოლარამდე.
ექსპორტ-იმპორტის დაფარვის კოეფიციენტი მიმდინარე წლის ნოემბერში 79,5 პროცენტამდე გაიზარდა 2022 წლის ნოემბრის 71,3 პროცენტთან შედარებით.
ამავდროულად, თურქეთის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტით – 232 მილიარდ 810 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტის მოცულობა – 0,5 პროცენტით, 332 მილიარდ 736 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საგარეო სავაჭრო დეფიციტი იანვარ-ნოემბერში 0,1 პროცენტით გაიზარდა 99 მილიარდ 828 მილიონი დოლარიდან 99 მილიარდ 926 მილიონ დოლარამდე.
ექსპორტ-იმპორტის დაფარვის კოეფიციენტი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 70 პროცენტამდე გაიზარდა 2022 წლის ნოემბრის 69,8 პროცენტთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ