ნოემბერში თბილისის 3 627 ბინა გაიყიდა – ყველაზე მეტი დიდ დიღომში

2025 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 3 627 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის იგივე თვესთან შედარებით, 2%-ით ზრდაა – ამის შესახებ „ კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 3%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2025 წლის ნოემბერში, გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1 341-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით -0.4%-ით შემცირდა.
ნოემბერში ბაზრის მოცულობამ $316 მილიონი შეადგინა.
კაპიტალის“ თანახმად, 2025 წლის ნოემბერში, ახალი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა და 553-ს გაუტოლდა. ძველი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 074 შეადგინა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.
2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი, 949 ტრანზაქცია დიდ დიღომში დაფიქსირდა. გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით სამგორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვებოდა კრწანისი (42%, წ/წ). ყველაზე პატარა წლიური ზრდა ფიქსირდება ჩუღურეთში.
რაც შეეხება ქირის ფასს, „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის თანახმად, საშუალო გასაქირავებელი ფასი ნოემბერში მ²-ზე $10.1-ია, რაც 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”