ნოემბერში ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
ამავე ინფორმაციით, კლების ტენდენცია იყო დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.