ნოემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი 22 000-ით გაიზარდა
ნოემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი 22 000-ით გაიზარდა, რის გამოც ქვეყანაში უმუშევრობამ 2021 წლის მაისის შემდეგ უმაღლეს დონეს, 5,9%-ს, მიაღწია. ოქტომბერში უმუშევრობა 5,8% იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო ავრცელებს.
Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსების პროგნოზი ფაქტობრივად დაემთხვა რეალურ მონაცემებს. ისინი უმუშევართა რიცხვის საშუალოდ 22 000-ით ზრდას ვარაუდობდნენ.
ოქტომბერში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 30 000-ით გაიზარდა.
ნოემბერში ღია ვაკანსიების რაოდენობამ 733 000 შეადგინა, რაც 2022 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 90 000-ით ნაკლებია.