ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 993 ერთეული შეადგინა

2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა.
2023 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 993 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 41%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 43%-ით, 43 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.