ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილი: წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, რო­მელ­მაც კო­რუფ­ცი­ით მი­ლი­ო­ნე­ბი იშო­ვა, გა­რეთ არის და ხალ­ხი, რო­მე­ლიც უდა­ნა­შა­უ­ლოა, ცი­ხე­შია

მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლი შვი­ლის, კე­სა­ნეს, მამა გახ­და, ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მა “პირ­ველ სტუ­დი­ა­ში“ იმ ამ­ბებ­ზე ისა­უბ­რა, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ბოლო წლებ­ში მოხ­და – ამე­რი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბა, შვი­ლის და­ბა­დე­ბა და სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბა.

ის ამ­ჟა­მად სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა, რათა ახა­ლი წელს მე­უღ­ლეს­თან და ახალ­და­ბა­დე­ბულ შვილ­თან ერ­თად შეხ­ვდეს.

  • წარ­მა­ტე­ბა ამე­რი­კა­ში: ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ტა­ლან­ტის არ­ტის­ტის სტა­ტუ­სი

მომ­ღე­რალ­მა ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა კა­რი­ე­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე:

“3 წლის წინ ამე­რი­კამ მო­მა­ნი­ჭა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ტა­ლან­ტის არ­ტის­ტის სტა­ტუ­სი, რო­მელ­საც მომ­ღერ­ლებს, სპორ­ტსმე­ნებს და მეც­ნი­ე­რებს ანი­ჭე­ბენ. ეს გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, იცხოვ­რო და იმუ­შაო ამე­რი­კა­ში, გან­ვი­თარ­დე, კა­რი­ე­რა­ში ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, დავფრი­ნავ [ამე­რი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის]. ახლა აქეთ ვარ იან­ვრის ბო­ლომ­დე, თა­თი­ას­თან და კე­სა­ნეს­თან პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია. მოკ­ლედ, ასე უნდა ვი­ა­რო”.

  • გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და სო­ლი­და­რო­ბა: სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ღე­ლავს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის ბედ­ზე. მისი თქმით, ეს უსა­მარ­თლო­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სრულ­ფა­სოვ­ნად შე­იგ­რძნოს პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა:

“მინ­და მო­ვი­კი­თხო სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი. დღე არ გავა, მათ­ზე არ ვი­ფიქ­რო, არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო. იგი­ვე ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩვენც ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ცი­ხე­ში, ისი­ნი ხომ ისე­თი­ვე უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ. ჩვენც ხომ ვდგა­ვართ აქ­ცი­ებ­ზე. წინა წელს რომ ჩა­მო­ვე­დი, 1-ელ დე­კემ­ბრი­დან 15 თე­ბერ­ვლამ­დე, ალ­ბათ, ორ­ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, და­ნარ­ჩე­ნი ყო­ველ­დღე ვი­დე­ქი იქ. შე­ეძ­ლოთ მე და­ვე­ჭი­რე და და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ რა­ღაც აბ­სურ­დი, რა­საც ამ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს აბ­რა­ლე­ბენ. ისი­ნი არი­ან ჩვე­ნი დრო­ის გმი­რე­ბი”.

“წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, რო­მელ­მაც კო­რუფ­ცი­ით მი­ლი­ო­ნე­ბი იშო­ვა, გა­რეთ არის და ხალ­ხი, რო­მე­ლიც უდა­ნა­შა­უ­ლოა, ცი­ხე­შია. ეს უსა­მარ­თლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, არ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბო­ლომ­დე ვი­გე­მო ის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რაც ჩემს თავს ხდე­ბა.“

  • უარი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტებ­ზე: “არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი“

მომ­ღე­რალ­მა ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

“მგო­ნია, რომ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს, გა­დავ­დგა ის ნა­ბი­ჯი და წა­ვი­დე და ვიმ­ღე­რო კონ­ცერ­ტებ­ზე. არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ამით ვღა­ლა­ტობ სა­ქარ­თვე­ლოს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც დღეს პა­ტიმ­რო­ბა­შია. ვიდ­რე ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ცერთ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო კონ­ცერ­ტებს, იქ ვმღე­რი. ახ­ლაც სა­ა­ხალ­წლოდ იგეგ­მე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი…“