ნოდიკო ტატიშვილი: მინდა “ოცნებას“ ვუთხრა, ქართველები შტერები არ ვართ და ამ ყველაფერს 26-ში ვანახებთ

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი არჩევენბზე დამკვირვებლად დარეგისტირდა, რადგან მიჩანია, რომ “ძალიან რთული პერიოდი დგას საქართველოში – ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი, რომელიც ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, 26 ოქტომბერს.“

მომღერალი მიიჩნევს, რომ 21 საუკუნეში, როცა იგივე ჭაობში აბრუნებენ ქვეყანას, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, შეურაცხმყოფელია.

არ წარმომიდგენია ერთი ადამიანიც კი, რომელიც 26 ოქტომბერს სახლში დარჩება და არ წავა არჩევნებზე, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი , რომელშიც ან ერთი პარტია მოგწონს ან მეორე. ჩემი ქვეყნის გარდა სხვა სამშობლო არ მაქვს, მიყვარს, ალბათ, საკუთარ თავზე მეტად, წარმოუდგენელია, დაბრუნება იმ ჭაობში, რომელშიც ვიყავით და ძლივს დავაღწიეთ თავი. 21-ე საუკუნეში ისევ იქ რომ მიგვათრევენ, ამაზე შეურაცხმყოფელი, ალბათ, არაფერია.

ჩვენი ბრალია, როდესაც 12 წელი ვუყურებთ ერთი და იმავე სახეებს. პირველი ოთხი წელი, თითქოს, ევროპისკენ მივდიოდით, ვიზარიბელარიზაცია როდესაც მივიღეთ, შემდეგ ყველაფერი მოიშალა და ასე, ცხადად, რუსეთში დაბრუნება, რაც ახლა ხდება, არ მახსოვს. 

გული მისკდება, როდესაც ერთი წამით ვუშვებ, რომ, შეიძლება, არჩევნებზე არ მივიდეს ბევრი ხალხი, შემდეგ გააყალბოს “ქართულმა ოცნებამ” და ისეთი უბედურება მოხდეს, მათ ხელში აღმოვჩნდეთ. 

ამერიკაში არცერთი ქართველი არ შემხვედრია, ვინც მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”. პირიქით, იძახიან – რა უბედურება გვჭირს საქართველოშიო. ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა იმდენად შელახეს, დაგვთრგუნეს, რომ საქართველო თავიანთი ჰგონიათ. ჩვენ, უნდა ვუთხრათ , 26-ში, რომ საქართველო არის ჩვენი, ხალხის, ვინც აქ ვცხოვრობთ. 

ყველაზე ძალიან მაბრაზებს ის, რომ “ქართულ ოცნებას”, ამდენი ხალხი, ჰგონია შტერი. მათ მინდა ვუთხრა, რომ არც სოფლად და არც ქალაქში არ ვართ ქართველები შტერები, ამ ყველაფერს, 26-ში, ვანახებთ. 

ეს ქვეყანა არ არის რამდენიმე ასეული ადამიანის, ვინც საკუთარი კეთილდღეობა მოიწყო. ეს ქვეყანა არის თითოეული ჩვენგანის!

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ყველაზე დიდი ომი არის ახლა, ეს არის ომი.  მე დამკვირვებლად დავრეგისტრირდი“, – განაცხადა ტატიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი