ნოდარ ხარშილაძე – ამერიკამ გადახედა ჩვენთან ურთიერთობას, უნდა ველოდოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარების გაუქმებასაც – ლილუაშვილმა ცუდი გზავნილები ჩამოიტანა, ამერიკული მხარისგან ვიცი, რომ ცივი შეხვედრები ჰქონდა

სამხედრო წვრთნების გაუქმება – ეს უკვე არის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, არამედ უკვე გადახედა ჩვენთან ურთიერთობას , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ -ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ კიდევ ძალიან ბევრი პროგრამების გაუქმებას.
„საქართველოს ყველაზე მყარი და კარგი ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა პენტაგონთან, ბევრად უფრო მყარი პარტნიორი იყო, ვიდრე სახელმწიფო. 2002 წელს „წვრთნა და აღჭურვის“ პროგრამით მოხდა ურთიერთობებში გარღვევა. ყველაზე მეტი ვიზიტი, ყველაზე მეტი ღონისძიება იყო შეიარაღებულ ძალებთან. პენტაგონი იყო ყველაზე წინააღმდეგი, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შეჩერება ან შეფერხება მომხდარიყო. ეს იყო ბოლო უწყება, ვინც ამას დათანხმდებოდა. ის ფაქტი, რომ სამხედრო წვრთნები გაუქმდა, უწყებისა, რომელიც ყველაზე მეტად აფასებდა საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ, რომ მათ პრაგმატული ინტერესებიც ჰქონდათ, ეს იცით რას ნიშნავს? ყველა დანარჩენი ეტაპი გავლილია უკვე, ერთი-ერთზე ყველანაირი საუბრები ამოიწურა, ყველანაირი ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს უკვე არის იმის გზავნილი, რომ ამერიკა კი არ გადახედავს, გადახედა უკვე ჩვენთან ურთიერთობას. ეს თუ გააუქმეს, ძალიან ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ძალიან ბევრ სახელმწიფოზე პროგრამების გაუქმებას. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნატოს სამიტზე გამგზავრებას, ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, „ერთ დღეში ყველაფერი უკან არ წასულა და საგარეო საქმეთა მინისტრი სამიტზე ავტომატურად წავა“, რადგან საქართველო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია.
„[ილია დარჩიაშვილს] ამერიკაში შეხვედრები ექნება, მაგრამ კარგს რას ეტყვიან? მთავარი ვისაც დაავალეს, ის კაცი[ლილუაშვილი] წავიდა და ჩამოვიდა უკვე. ძალიან ცუდი გზავნილი ჩამოიტანა. ქართული მხარისგან არა, იმათი მხრიდან ვიცი, რომ ძალიან ცივი შეხვედრები ჰქონდა. ლილუაშვილმა ვერაფერი ვერ გააკეთა“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას