ნოდარ მელაძე – ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება

ამ წუთებში ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება, – ამის შესაზებ ნოდარ მელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები სხედან.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა.
ნოდარ მელაძის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც. ნოდარ მელაძემ პირდაპირი ეთერიდან მიმართა -ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აღნიშნა, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შეტყობინება ორივე უწყებაში შესულია და პასუხისმგებლობა ამ ორ უწყებას ეკისრება.
“ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში – ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში -ის დეპარტამენტის დირექტოერი, შესაბამისად, ამ წუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები” , – აცხადებს ნოდარ მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის