ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო გახდა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.
მაჩადოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და არჩევნების შემდეგ დევნილობაში უწევს ცხოვრება.
ნობელის კომიტეტმა აღიარა მისი „დაუღალავი შრომა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისთვის“ და „მისი ბრძოლა დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად“.
დასავლური მედია წერს, რომ -ის პრეზიდენტი არ მალავდა ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილს. თუმცა, ნომინაციის პროცესის გამო, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მას წლევანდელი ჯილდო მიეღო. კერძოდ, წლევანდელი პრემიის ნომინაციების მიღება 31 იანვარს დასრულდა, როდესაც ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა, მეორე ვადით, მხოლოდ 11 დღის დაკავებული ჰქონდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება, უგულებელყო -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მცდელობა, აჩვენებს, რომ „ისინი პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო