ნიჭიერი, პოპულარული, მშვენიერი: ცნობილი დედა-შვილები ქართულ შოუბიზნესში – Marao

საქართველოში უამრავი ქალია, რომლებმაც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს და მოახერხეს, ერთნაირად წარმატებულები ყოფილიყვნენ ოჯახსა და კარიერაში. ამ სტატიაში სწორედ ცნობილ ქართველ დედა-შვილებზე ვისაუბრებთ:
რუსკა მაყაშვილი და თამარ მაყაშვილი
მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა, დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს – კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე
მარიამ გეგუჩაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მარიამი აქტიურად ჩანდა დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემაში, სადაც საკუთარი რუბრიკა ჰქონდა. მოგვიანებით მარიამი ეკრანებიდან გაქრა და საზღვარგარეთ სწავლა განაგრძო.
დღეს ის სამოქალაქო აქტივისტია, ჩართულია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში. დედასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ღიად გამოხატავს პოზიციას საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროინტეგრაციის შესახებ.
ნატალია ქუთათელაძე და ეკა მამალაძე
31 წლის ასაკში ეკას სიყვარული ეწვია და მომღერალი ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეს გაჰყვა ცოლად. მერაბი და ეკა პირველად ერთმანეთს მეგობარმა გააცნო, შემდეგ მათი გზები მოსკოვშიც გადაიკვეთა და რამდენიმე წელში საზოგადოებამ ეკა მამალაძის მეორე ქორწილის შესახებაც შეიტყო.
მალე მომღერალს ოცნების გოგო ეყოლა, 1991 წელს ნატალია ქუთათელაძე დაიბადა. როდესაც ნატალია 12 წლის იყო, ეკა და მერაბი დაშორდნენ. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ნატალიაზე მშობლების დაშორებას არ უმოქმედია.
ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს.
ლიზა ყენია და მაია ჯაბუა
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის.
თაკო ნაცვლიშვილი და ნინა ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო “მის საქართველო 1997”-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
თინათინ წულაძე და მანანა კოზაკოვა
ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი – სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი ერთადერთი ქალიშვილი თინათინ წულაძე. მშობლების მსგავსად, თინათინიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს და წარმატებული კარიერა აქვს.
ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები და ნათია ბანძელაძე
ნინი 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა “მის საქართველო”. წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019″.
ნანუკა გოგიჩაიშვილი დაზე, ნინიზე” 4 წლით უფროსია. მან “ვიცე მის-საქართველოს” ტიტული 2015 წელს მოიპოვა.
ნატალია ყიფშიძე და კრისტი ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ “ცვალებად ნიშნებში” აქვს.
ანა შელია და ლიკა კვარაცხელია
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს.