ნიღბიანები ქუჩებში ადამიანებს უსაფრდებიან და სასტიკად უსწორდებიან – დაშავებულია 19 წლის ბიჭი

აქციის მონაწილეები “პირველებს” უყვებიან, რომ “ოცნების” არაფორმალური დაჯგუფების წევრები, ადამიანებს რუსთაველის ბნელ ქუჩევბში ჩასაფრებას უწყობენ და ფიზიკურად უსწორდებიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სასტიკად ნაცემი 19 წლის ბიჭი კლინიკაში უკვე გადაიყვანა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც სახის არეში აღენიშნება მძიმე დაზიანება, მას ექიმები ამ წუთებში სინჯავენ.
ორივე დაშავებული ამბობს, რომ თავს 30-მდე ნიღბიანი დაესხა. თვითმხილველთა თქმით, მოძალადეები ქაშუათის ეკლესიის სიახლოვეს, “ალექსანდროვის ბაღში” არიან განლაგებულები.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, იქვეა საპატრულო პოლიცია, მათგან 5 მეტრში მოქალაქეებს სცემენ და მათ არ აქვთ რეაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს