ნიღაბი – დანაშულის ცდუნება და ცდუნებასთან მებრძოლი “ოცნება” – კობახიძის უცნაური კომენტარი

ირაკლი ამტკიცებს, რომ კანონები, რომელსაც გუშინ, მუშაობის პირველივე დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, რეპრესიული არ არის და ირწმუნება, რომ ნიღაბი, მაგალითად, დანაშაულის ჩადენის ცდუნებაა.
არცერთი კანონი არ არის რეპრესიული. თითოეული კანონი. ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვს სუბიექტური ინტერესი. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. სწორედ ნიღბების ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაულები და თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შემდეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი, – ამბობს .
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ