„ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ აქციიდან გუშინ კლინიკაში 2 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მეორეს კი ქალასარქველის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ორივე პაციენტი კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„ 2 პაციენტია შემოყვანილი. ერთს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მეორეს ქალასარქველის, მას ოპერაცია არ დასჭირდა. ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნავენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.