ნიუ ჰემფშირში, დემოკრატების პრაიმერიზში ბაიდენმა გაიმარჯვა, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში (პრაიმერიზი) გაიმარჯვა.
ტრამპის მთავარ კონკურენტს ნიკი ჰეილი წარმოადგენდა. CNN-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, -ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხმების 54.6% მიიღო, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,2%.
დამარცხების მიუხედავად, ნიკი ჰეილიმ შიდაპარტიულ კენჭისყრაში მონაწილეობის გაგრძელების პირობა დადო – “რბოლა შორის არის დასრულებისგან. კიდევ ათობით შტატი დარჩა”, – თქვა ჰეილიმ.
რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კენჭისყრას, აქ პრაიმერიზში აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა ხმების 66,8% მიიღო. მისმა მოწინააღმდეგე დინ ფილიპსმა კი ხმების 19,6% დააგროვა.