ნიუ-იორკი ახალი წლის შესახვედრად, თაიმ სკვერის ბურთი კი დასაშვებად მზადაა

კრისტალებით დაფარული შუშის ბურთი წელსაც ნიუ-იორკში თაიმ სქვერზე ტრადიციულად ღამის 12 საათზე დაეშვება.
ორშაბათს მისი სატესტო დაშვება უკვე გაიმართა და თითქმის 6-ტონიანი ბურთის ჩამრთველიც შემოწმებულია. ის იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც უნდა დაეშვას, ახალი წლის ღამისთვის ყველაფერი მზადაა. ბურთი 2 688 სამკუთხედის ფორმის კრისტალითაა დაფარული.
ორშაბათის დაშვება მხოლოდ ერთ-ერთი იყო მოსამზადებელ ღონისძიებებს შორის. კვირას გაფანტეს ფერადი ქაღალდებიც, იმის მსგავსი, რაც ახალი წლის დადგომისას გაიფანტება ჰაერში. ამ დროს 1 360 კილოგრამ ფერად, ბრჭყვიალა ქაღალდს გაფანტავენ. ზოგიერთ მათგანზე იმ ადამიანიების სურვილებია დაწერილი, რომლებმაც 2025 წლის დადგომამდე ისინი სპეციალურ ყუთებში ჩაყარეს.
“ეს აქ, ნიუ-იორკში მთელი პლანეტის გზაჯვარედინია”, – თქვა ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა. “ადამიანები მთელი მსოფლიოდან გვიყურებენ, როგორ დავითვლით წამებს ახალი წლის დადგომამდე”.
ახალი წლის შესახვედრი ცერემონიისთვის ქალაქში მზად არიან სამართალდამცავებიც. პოლიციის კომისიონერი ჯესიკა რიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი კონკრეტული ცნობილი, ან დადასტურებული საფრთხე, თაიმ სკვერზე მოზეიმეები იხილავენ უამრავ პოლიციელს როგორც ქალაქის ცენტრში, ისე – მის სხვადასხვა ნაწილში.
ახალი წლის ღამეს ნიუ-იორკში ბურთის დაშვების ტრადიციას დაახლოებით 120-წლიანი ისტორია აქვს. ის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქის თავდასხმისგან დასაცავად, 1942 და 43 წლებში არ დაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს