ნიუ-იორკის პროკურატურა სასამართლოს ქერიმოვის Amadea-ს აუქციონზე გაყიდვის ნებართვას სთხოვს

მანჰეტენის (ნიუ-იორკის) პროკურატურა რაიონულ სასამართლოს სანქცირებული რუსი ბიზნესმენის სულეიმან ქერიმოვის იახტის აუქციონზე გაყიდვის ნებართვას სთხოვს.
საუბარია სუპერიახტა Amadea-ზე, რომელიც ფიჯის ხელისუფლებამ 2022 წლის მაისში, -ის ორდერის საფუძველზე ჩამოართვა მილიარდერს. მისი მოვლა თვიურად 600 000 დოლარი ანუ წლიურად 7 მლნ დოლარზე მეტი ჯდება, რაც სოლიდური თანხაა და აუქციონის გამართვას ამართლებს.
პროკურატურა სასამართლოს სთხოვს დაუშვას იახტის აუქციონზე გატანა, მისი საკუთრების შესახებ დავის გადაწყვეტამდე.
აშშ-ის ხაზინამ სულეიმან ქერიმოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2014 და 2018 წლებში ს ქმედებების საპასუხოდ სირიასა და ში.
პროკურორებმა ადრე განაცხადეს, ქერიმოვმა დაარღვია აშშ-ის სანქციები იმით, რომ Amadea-ს მოვლა-პატრონობისთვის აშშ-ის ფინანსური სისტემის მეშვეობით $1 მლნ-ზე მეტი გადაიხადა. ამის გამო იახტა სან-დიეგოში კონფისკაციის სიაში იყო ჩასმული.

ასევე დაგაინტერესებთ