ნიუ-იორკის მეტროში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა | დაშავდა სულ მცირე 26 მგზავრი

ნიუ-იორკის მეტროში, 96-ე ქუჩის სადგურთან, ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა. უცხოური მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანში 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მეორე კი მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურის უმოქმედო მატარებელია, რომელშიც ოთხი მუშა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 26 მგზავრი დაშავდა.
მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რელსებიდან გადასული მატარებლიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია დასჭირდათ მესამე მატარებლის მგზავრებსაც, რომელსაც შემთხვევის გამო გვირაბში გაჩერება მოუწია.