ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ-დელიში, ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საელჩოს წარმომადგენლებმა Reuters-ს
განუცხადეს.
“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 5:20 საათზე იყო აფეთქება საელჩოს სიახლოვეს.” – განუცხადა გამოცემას ისრაელის საელჩოს სპიკერმა, გაი ნირმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ისრაელის ხელისუფლება ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად თანამშრომლობს.