ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა

ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა , – ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ მოხდა.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგომ ექვს ავტომობილს გაუჩნდა.
„ძალიან ძლიერი აფეთქება იყო“, – განაცხადა ნიუ-დელის პოლიციის წარმომადგენელმა.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.